მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ძაღლმა გაკაწრა, ძაღლს ცოფი დაუდასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სეს
19.12.23 23:00
267

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, იძებნება მოზარდი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა.

„სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალა მყისიერად გადაიგზავნა ლაბორატორიაში და რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა კვლევის შედეგები.

შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდის და მშობლების მაინდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. არც ის არის ცნობილი, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს საჭირო ანტირაბიული ვაქცინაცია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას და ამავდროულად მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები