მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IEA 2020 წელს გაზის ბაზრის რეკორდულ შემცირებას პროგნოზირებს

5ee1294cbd310
თამთა ჯიჯავაძე
11.06.20 00:10
1046
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო 2020 წელს გაზის ბაზრის ყველაზე მასშტაბურ შემცირებას პროგნოზირებს. სააგენტოს ცნობით, წელს მსოფლიოში ბუნებრივი აირის მოხმარება რეკორდულად დაიკლებს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კორონავირუსის პანდემიამ თბილი ზამთრის გამო ისედაც შემცირებულ მოხმარებაზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლა იქონია, რის გამოც გაზის ბაზარი საგრძნობლად შემცირდა.

"მოსალოდნელია რომ გაზის მოხმარება დაეცემა 4%-ით 2020 წელს და ამის მიზეზი გათბობაზე ნაკლები მოთხოვნაა თბილი ზამთრის გამო; ასევე მიზეზი გახდა თითქმის ყველა ქვეყანაში შემზღუდველი ზომების დაწესება, რათა კორონავირუსის გავრცელება შეენელებინათ; და შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, რაც მაკროეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია, და რაც თავის მხრივ პანდემიის შედეგია“, – წერია ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოცულობით წელს გაზის მოხმარება დაახლოებით 150 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდება.

ექსპერტები ელიან, რომ გაზის მოხმარებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად 2021 წლიდან დაიწყებს ზრდას, თუმცა, კრიზისს, რომელიც კორონავირუსის გამო დაიწყო გრძელვადიანი გავლენა ექნება ბუნებრივი გაზის ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები