საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე, 2030 წლისთვის მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლოა გაორმაგდეს და წელიწადში 1,000 ტერავატ-საათს მიაღწიოს.
IEA-ის ინფორმაციით, ტეხასის, ვირჯინიის, ფინეთისა და გაერთიანებული სამეფოს ბაზრებზე დაგეგმილი ობიექტების სიმძლავრე არსებულ პიკურ მოთხოვნას უკვე აჭარბებს. ქსელების განახლების გარეშე ენერგოსისტემები გადაიტვირთება, რაც ახალი პროექტების მიერთებას შეუძლებელს გახდის, ამიტომაც მონაცემთა ცენტრების ოპერატორებს თავად მოუწევთ ელექტროსადგურების აშენება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს, 2035 წლისთვის 26 მილიონი კილომეტრი ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა და 16 მილიონი კილომეტრის განახლება იქნება საჭირო. ასევე აუცილებელი გახდება ახალი გენერაციის ობიექტების, ქვესადგურებისა და გამანაწილებლების მშენებლობა
























