მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IEA-ს ხელმძღვანელი: "გლობალურ ენერგოკრიზისში ვართ "

635a37262e605
მარიამ ვარადაშვილი
27.10.22 11:41
443
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს [IEA] ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა შექმნილ ვითარებას ”პირველი, ნამდვილი გლობალური ენერგეტიკული კრიზისი” უწოდა.

სინგაპურში სიტყვით გამოსვლისას IEA-ს ხელმძღვანელმა ისაუბრა თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირებულ მაჩვენებელსა და ბუნებრივი გაზის ბაზარზე.

ენერგეტიკული სააგენტო რისკებს ხედავს OPEC-ის გადაწყვეტილებაში, რომელმაც ნავთობის წარმოება დღიურად 2 მლნ ბარელით შეამცირა, მაშინ როცა IEA თვლის, რომ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღიურად 2 მლნ ბარელით არის გაზრდილი. რაც შეეხება 2023 წლის პროგნოზს, მოსალოდნელია, რომ დღიური მოხმარება 1.7 მლნ ბარელით გაიზრდება. ბიროლის თქმით, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში მსოფლიოს რუსული ნავთობი ჯერ კიდევ სჭირდება.

G7-ის ქვეყნებმა განვითარებად ქვეყნებს რუსული გაზის საყიდლად გარკვეული მექანიზმი შესთავაზეს, რაც გულისხმობს საფასურზე ჭერის დაწესებას. ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ამ სქემაში ჯერ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი.

“ეს განსაკუთრებით რთული იმ ეკონომიკებისთვის იქნება, რომლებიც რეცესიის რისკის წინაშე დგანან”,-განაცხადა ბიროლმა.

მსოფლიოში ენერგორესურსებზე მათ შორის ბუნებრივ გაზსა და ნავთობზე გაზრდილი ფასები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფლაციის პროცესზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ევროპას მძიმე ზამთარი დაუანონსა, თუმცა თქვა, რომ ევროპა გაივლის ზამთრის პერიოდს გარკვეული შეზღუდვების პირობებში.

ფატიჰ ბიროლმა ასევე ისაუბრა ენეგოუსაფროთხოების მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ წელს ორგანიზაციამ განახლებადი ენერგიების მიერ გამომუშავების წლიური პროგნოზი 20%-მდე გაზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით ეს დანამატი დაახლოებით 400 გიგავატი იქნება.

ბიროლი ამბობს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით ევროპის ქვეყნებმა სანებართვო პროცედურების გამარტივებით განახლებადი ენერგიის პროექტების დაჩქარება დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები