საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მზარდია და მომავალში იმაზე მეტი ნავთობის წარმოება იქნება საჭირო, ვიდრე ამჟამად ხორციელდება.
IEA-ის შეფასებით, გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, წლის ბოლომდე ნავთობის დღიური წარმოება საშუალოდ 2.4 მილიონი ბარელით უნდა გაიზარდოს; მომავალ წელს კი ამ მაჩვენებელმა დამატებით 930,000 ბარელით უნდა მოიმატოს.
სააგენტოს განმარტებით, ნავთობზე მოთხოვნის ზრდა გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და ავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად ანალოგიურ პროგნოზს იზიარებს OPEC-იც, რომელმაც განახლებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ ნავთობზე მოთხოვნა ახლაც მაღალია და მომავალშიც სწორედ ასე იქნება.