მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდებას არ გაუზრდის

ნავთობი

OPEC-ის დეფაქტო ლიდერი, საუდის არაბეთი საერთაშორისო ბაზარს ნავთობის მიწოდებას არ გაუზრდის. უფრო მეტიც, მთავრობა მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დღიური წარმოება დამატებით შემცირდეს, რაც ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1 მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ OPEC-ის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკური მოკავშირეა.

საუდის არაბეთი ამჟამად რუსეთისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რაც იმ მარტივი მიზეზით არის განპირობებული, რომ არაბეთის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს საკმაოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

მუჰამედ ბინ სალმანი და ვლადიმირ პუტინი უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან სტრატეგიულად თანამშრომლობენ, ეს ურთიერთობა კი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მიუღებელია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთმა უნდა შეწყვიტოს გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება და ნავთობის მიწოდება გონივრულ ნიშნულს დაუბრუნოს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები