მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი და საუდის არაბეთი ბაზარს ნავთობის მიწოდებას არ გაუზრდიან

მუჰამედი და პუტინი

OPEC-ის დე ფაქტო ლიდერი, საუდის არაბეთი და რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ბაზარს ნედლი ნავთობის მიწოდებას არ გაუზრდიან. უფრო მეტიც, არაბეთის მთავრობა მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დღიური წარმოება დამატებით შემცირდეს, რაც ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში საუდის არაბეთმა ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1.3 მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა. ამ გადაწყვეტილებით ყველაზე დიდი სარგებელი სწორედ OPEC-ის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკური მოკავშირეა.

არაბეთის ინიციატივის მხარდასაჭერად, მოსკოვმა ნავთობის დღიური წარმოება თავად 800,000 ბარელით შეამცირა, რამაც ბაზარზე ენერგორესურსების დეფიციტი კიდევ უფრო მეტად გაამწვავა.

აღსანიშნავია, რომ მუჰამედ ბინ სალმანი და ვლადიმირ პუტინი უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან სტრატეგიულად თანამშრომლობენ, ეს ურთიერთობა კი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთმა უნდა შეწყვიტოს გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება და ნავთობის მიწოდება გონივრულ ნიშნულს დაუბრუნოს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები