მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იელინის თქმით, ამერიკას ნამდვილად შეუძლია ისრაელისა და უკრაინის სამხედრო დახმარება

ჯანეტ იელინი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი ჯანეტ იელინი  Sky News-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ის ომის მხარდაჭერა ორივე ფრონტზე შეუძლია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ადრეა ისრაელისა და ჰამასის დაპირისპირების ეკონომიკურ შედეგებზე საუბარი, თუმცა ნავთობისა და გაზის ფასის ვოლატილურობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კონფლიქტის გაფართოების რისკზე მიუთითებს. 

"ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ. ამერიკამ ნათლად განაცხადა, რომ მათთან მჭიდროდ ვმუშაობთ და ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. ამერიკას ნამდვილად შეუძლია ისრაელის გვერდით დგომა და სამხედრო მხარდაჭერა, ასევე შეგვიძლია უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის", - აცხადებს იელინი.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები