„იელთი ჯგუფი“ ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნესს ღონისძიების Networking Georgia-ს გენერალური სპონსორი და მთავარი პარტნიორი იყო.
ღონისძიება 2–3 ოქტომბერს წინანდლის ისტორიულ მამულში გაიმართა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მსგავსი შეხვედრები აჩენს ახალ შესაძლებლობებს პროექტებისთვის, ინვესტიციებისთვისა და პარტნიორობისთვის.

„ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო, ვყოფილიყავით ამ გამორჩეული ბიზნესს ივენთის პარტნიორი და გვემასპინძლა 800-მდე სტუმრისთვის, რომლებიც დღეს წარმოადგენენ საქართველოს წამყვან ბიზნესს აუდიტორიას.
ნეთვორქინგი ჩვენს საქმიანობაში მხოლოდ კონტაქტების გაცვლა არ არის, ეს არის კონკურენტული უპირატესობა და უნარი, რომელიც ქმნის მომავალ წარმატებებს.
სწორედ ამგვარი შეხვედრები აჩენს შესაძლებლობებს ახალი პროექტებისთვის, ინვესტიციებისთვის და პარტნიორობისთვის.

„იელთის“ ჩართვა ამ ღონისძიებაში იყო ჩვენი მისიისა და პასუხისმგებლობის გამოხატულება, რადგან ჩვენი კომპანია თავისი საქმიანობით და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯით ქვეყნის განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.
განსაკუთრებული მადლობა Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი-სა და ორგანიზატორთა გუნდს პროფესიონალური მიდგომისთვის და იმ პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, იდეებსა და ადამიანებს.
ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ აქტიური მონაწილეობა იმ ტიპის ინიციატივებში, რომლებიც აძლიერებენ ბიზნესს ეკოსისტემას საქართველოში და ავითარებენ ურთიერთობების კულტურას.“ - განაცხადა „იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ.




























