NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ნორვეგიის ახალი ფინანსთა მინისტრი იქნება - მთავრობის გადაწყვეტილებაზე CNBC წერს.
მედიის ცნობით, ნორვეგიის ფინანსთა მინისტრის პოსტზე სტოლტენბერგი მას შემდეგ აირჩიეს, რაც, გასულ კვირას ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა და კაბინეტის ხელახალი დაკომპლექტება დაიწყო.
თავად სტოლტენბერგი ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის წევრია. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს ორჯერ, 2000-2001 და 2005-2013 წლებში იკავებდა. 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, 2024 წელს კი გენმდივნის პოზიციიდან გადადგა.
სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარედაც იყო არჩეული. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა კონფერენციის თავმჯდომარეობას გამორიცხავს, რის გამოც NATO-ს ყოფილი გენმდივანი მიუნხენის კონფერენციას მას შემდეგ უხელმძღვანელებს, რაც საჯარო სამსახურს დატოვებს.
კოალიციური მმართველობის ჩამოშლის შემდეგ, ნორვეგიაში ვარაუდობენ, რომ მთავრობას ლეიბორისტული პარტია უხელმძღვანელებს, ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნები კი სექტემბერშია ჩანიშნული.