მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატო ავრცელებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

კვირას, 17 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება.

ორშაბათს, 18 მარტს, სტოლტენბერგი გამართავს დისკუსიას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.

იმავე დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისში ჩამოვა, სადაც შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

სამშაბათს, 19 მარტს, ბ-ნი სტოლტენბერგი ერევანში ჩავა, სადაც შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს, ბ-ნ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.

.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები