მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IG Development-ი გლდანის და საბურთალოს City Mall-ებს აფართოებს - რა ვადებზეა გაწერილი პროექტები?

IG development

თბილისში, ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრების „სითი მოლი გლდანის“ და „სითი მოლი საბურთალოს“ მმართველი კომპანია IG Development-ი პროექტების გაფართოებას არსებულ ლოკაციებზე გეგმავს. სავაჭრო ცენტრების განვითარების სტრატეგიაზე ჰოლდინგური კომპანია IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

ინვესტორი და ბიზნესმენი განმარტავს, რატომ ავითარებს კომპანია არსებულ ლოკაციებს და რატომ არ არის მიმზიდველი რიტეილერებისთვის ახალ ლოკაციებზე ახალი ბრენდების შემოყვანა: „ჩვენ გლდანშიც და საბურთალოზეც გარკვეულწილად შევსებულები ვართ. რა მდგომარეობაა აგიხსნით: არსებულ რიტეილერებს თუ ახალი ბრენდების შემოყვანა სურთ, როცა ახალ ლოკაციაზე შემოყვანას ვთავაზობთ, მათ ეს არ უნდათ. ზუსტად იმ ადგილზე უნდათ შემოსვლა, სადაც სხვა ბრენდებიც აქვთ, რომ იმ ტრაფიკს „დაასხდნენ“, რომელიც არსებულ ლოკაციაზეა. ახალი ბრენდი, რომელიც პირობითად ცნობილი არ არის, ტრაფიკს ვერ იზიდავს, ამიტომ მას უნდა რომ ჰყავდეს ტრაფიკ გენერატორები უკვე არსებული ბრენდების სახით, ამიტომ ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ახალი ბრენდების შემოყვანა იმ შემთხვევაში სურთ, თუ არსებულ ლოკაციას გავაფართოებთ. თუ ახალ ლოკაციას ვთავაზობთ ასეთ პასუხს გვცემენ, რომ ეს მათთვის საინტერესო არ არის, რადგან მათ დანარჩენი ბრენდების იქ გახსნა მოუწევთ. ეს კი რიტეილერისთვის ცალკე საკითხია. მაგალითად თუ ერთ ბრენდს 5 მაღაზიით მოცული აქვს მთელი თბილისი და ვაჭრობს X ლარს, მეექვსეს რომ ხსნის ისევ X ლარს ვაჭრობს. გამოდის, რომ მას ახალი ფილიალის გახსნით დაემატა იჯარა, ხელფასები და სხვა ხარჯები, ბრუნვა კი იგივე აქვს, შესაბამისად ახალი მაღაზიის გახსნა აღარ უნდა, მაგრამ ახალი ბრენდის შემოყვანა იქ უნდა, სადაც უკვე აქვს ბრენდები“.

კითხვაზე - როდისთვის და როგორ მოხდება არსებული „სითი მოლების“ განვითარება, მინდია საბანაძე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერ ისე წარიმართება, რომ მეიჯარეებს ნაკლები დისკომფორტი შეექმნათ.

„ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვზრდით „სითი მოლი გლდანს“. იქ ტერიტორიაც და კოეფიციენტიც გვქონდა და დაემატება სავაჭრო ფართები, კეთდება ძვირფასი ფასადით. ასეთივე განვითარების გეგმაა „სითი მოლი საბურთალოს“ შემთხვევაშიც. გლდანი დაახლოებით 1.5 წელიწადში დასრულდება, საბურთალოზეც ასეთი გეგმა გვაქვს, რომ დისკომფორტი არ შევქმნათ და პროცესი არ შევაფერხოთ, ადგილობრივად ვკეტავთ, ვაშენებთ, გადმოგვყავს მეიჯარეები მეორე მხარეს ა.შ.“, - ამბობს ბიზნესმენი.

"მიგრაციის ეფექტი, ზოგადად, ბიზნესისთვის კარგი არ არის" - როგორი იყო 2023 წელი City Mall-ებისთვის?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები