მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იგეგმება საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია" - თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

საჯარო სამსახურის ბიურო

საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლების ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია იგეგმება.

ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში საჯარო სამსახურის ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი ნინო ცუხიშვილი ავრცელებს, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

„სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგეგმება ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1 აპრილამდე.

10 წელზე მეტია სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო ემსახურება პროფესიული, პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნას, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

ამ ღირებულების დასაცავად, ბიუროს თანამშრომლების ნაწილმა ხელი მოაწერა 2024 წლის ნოემბერში საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციას, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესულ რეპრესიულ ცვლილებებზე საპასუხოდ - დამოუკიდებლად გაავრცელა კრიტიკული განცხადება.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საჯარო სამსახურის სისტემაში დაიწყო იმ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებმაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით და შეუერთდნენ საჯარო მოსამსახურეთა ერთობლივ პეტიციებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს დაგეგმილი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიწოდებია საჯარო სამსახურის ბიუროს და ჩვენთვის სხვა გარე წყაროებიდან გახდა ცნობილი.

საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: რამდენიმე წუთის წინ „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ, მაგრამ რ დაუკონკრეტებია, რა ცვლილებები იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები