მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგივე ხარისხისაა თუ არა თურქული და ევროპული მედიკამენტები? - მინისტრის განმარტება

63ffb657ab2d1
ალა ისპირიანი
02.03.23 00:31
738
"თურქული მედიკამენტები ზუსტად იგივე ხარისხის არის, რაც ევროპაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში იყიდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დავადასტურო, რომ ზუსტად იგივე იგივე ხარისხის მედიკამენტებია და ზუსტად იგივე მწარმოებელი ქარხნებია თურქეთში, რაც ევროპაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში იყიდება. ის მედიკამენტები, რომელიც დაშვებულია თურქულ ბაზარზე, ევროპის ბაზარზე და ა.შ. და შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატები მოჰყვება, ჩვენთან მკაცრად კონტროლდება და ყველა მედიკამენტი სტანდარტს შეესაბამება. იმაზე სპეკულაციებს, რომ თითქოს დაბალხარისხიანია თურქული მედიკამენტები ახსნაც არ აქვს.

ეს ის მედიკამენტებია, რომლის ევროპული ანალოგები 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირი ღირს. თურქული ანალოგი კი არის ის, ჩვენ რა შესაძლებლობაც მივეცით ფარმაცევტულ ბაზარს რომ პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოეტანათ და ამის ხარჯზე გაიაფებულიყო. მიუღებელი და არაეთიკურია, რომ ეს მედიკამენტები იგივე ფასად გაიყიდოს, როგორც ეს ხდება ევროპიდან რთული გზით შემოსულ მედიკამენტებთან დაკავშირებით,"- განაცხადა აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები