ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, IgniteTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერიკ ვონმა 2023-2024 წლებში თანამშრომლების 80% ხელოვნური ინტელექტის მიუღებლობის გამო დაითხოვა. როგორც ვონი ამბობს, თანამშრომლებს არ მოსწონდათ მისი სურვილი, AI ტექნოლოგია კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში სრულად დაენერგა. IgniteTech-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დღეს ნებისმიერი წარმატებული კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მასთან ადაპტირებაზე უარი კი განვითარებაზე უარის თქმას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ერიკ ვონს გადაწყვეტილება ერთი ხელის მოსმით არ მიუღია. ის თანამშრომლებს მრავალი თვის განმავლობაში სთხოვდა ახალ ტექნოლოგიასთან დაახლოებას. ფულს იხდიდა მათი ცოდნის ამაღლებაში და “AI ორშაბათიც” კი შემოიღო, ანუ დღე, როცა ყველა თანამშრომელს საქმე მხოლოდ AI-სთან ერთად უნდა გაეკეთებინა. კომპანიის თანამშრომლებმა ვონს წინააღმდეგობა გაუწიეს და AI-სთან ადაპტირებაზე უარი თქვეს.
საბოლოოდ, IngiteTech-ის დირექტორმა თანამშრომლების 80% დაითხოვა და ისინი ისეთი ადამიანებით ჩაანაცვლა, ვისაც AI-სთან ერთად მუშაობის პრობლემა არ ჰქონდათ. ვონი აღიარებს, რომ გადაწყვეტილება ძალიან რადიკალური და მტკივნეული იყო, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ მსგავსი რამის გაკეთებას არ ნანობს და საჭიროების შემთხვევაში იმავეს მომავალშიც გაიმეორებს.




























