მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში, 51.5% საქართველოში დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ჩამოვიდა

დასვენება

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 51.5%, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

რაც შეეხება სხვა მიზნით ჩამოსულ ვიზიტორებს:

20.3% საქართველოში მეგობრების, ნათესავების მოსანახულებლად ჩამოვიდა; 6% - შოპინგისთვის; მკურნალობა- გაჯანსაღებისთვის 0.7%; ხოლო პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობისთვის 6.6%.

სხვა ქვეყნებში გადასასვლელად კი 12.2% იყო საქართველოში შემოსული.

რაც შეეხება განხორციელებული ვიზიტების გეოგრაფიულ მდებარეობას, საქსტატის მიხედვით, ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები