მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება - ISET-ის პროგნოზი

2024 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელი 10.4%, 2024-ის მეორე კვარტალში კი 10.1% იქნება. ამის შესახებ პროგნოზს, კვლევითი ინსტიტუტის ISET აქვეყნებს. მათი ანალიტიკის მიხედვით, იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, მოსალოდნელია წლიური 7.8%-იანი ზრდა, ხოლო საუკეთესო ან საშუალო, გრძელვადიანი ზრდის სცენარის შემთხვევაში – 9.4%-იანი მატება. ინსტიტუტის შუალედური პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 8.9%-ით განისაზღვროს. რა იძლევა ამგვარი მოლოდინების საფუძვლებს?

სტუმარი: დავით კეშელავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;