მიმდინარე წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა, აღნიშნული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველ კვარტალში ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ჯამურად 1.3%-ით გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირმა რეცესიის თავიდან არიდება შეძლოს.