მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

II კვარტალში პირველთან შედარებით ბიზნეს კლიმატი მცირედით გაუარესდა - BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

2025 წლის II კვარტალში BAG ბიზნეს კლიმატი მცირედით - 0.2 ქულით გაუარესდა, გასული წლის II კვარტალთან შედარებით კი - 6.2 ქულით გაუმჯობესდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ მეორე კვარტალის BAG ინდექსის შედეგების კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მეორე კვარტალში საქართველოში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რაც იმ პერიოდის ბიზნესის კლიმატზეც შესაბამისად ისახებოდა.

ცნობისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, რა დროსაც კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.

BAG-ის მიხედვით, II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 4.6 ქულით გაუმჯობესდა, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის მაჩვენებელი 5.7 ქულით გაუარესდა. რაც შეეხება გასული წლის II კვარტალთან შედარებას, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 10.3 ქულით გაუარესდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 23.5 ქულით გაუმჯობესდა.

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები