მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში საცხოვრებელი ქონება წლიურად 13.1%-ით გაძვირდა

64be2a4685c3e
ვიქტორია მღებრიშვილი
24.07.23 11:59
1533
საქსტატმა საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის II კვარტალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელიც თბილისით შემოიფარგლება და მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1% შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების საცხოვრებელი ბინების სეგმენტში 3.4%-ით, კერძო სახლების სეგმენტში კი 1.6%-ით გაიზარდა.

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ორივე სეგმენტში დაფიქსირდა, აქედან ბინებზე 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2%-ით მოიმატა.

თბილისის უბნების მიხედვით ბინების და კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მედიანური ფასი მთაწმინდაზეა. 2023 წლის მეორე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით ასეთია:



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები