მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის მოცულობა შემცირდა

ნავსადგური

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამში 4 021 გემი შევიდა. მათგან 32% ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 30% - კონტეინერმზიდი, ხოლო 30%  - თხევადი ტვირთმზიდი იყო.

საანგარიშო პერიოდში [2023 წლის II კვარტალი] გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3%-ზე მეტი კონტეინერმზიდი მიიღო.

საქსტატის ცნობითვე, ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 20.6% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 13.7% - პანამის, 13.4% - ლიბერიის, 8.5%- მალტის, 6.2%- რუსეთის, 5.2%- ბულგარეთის, ხოლო 32.4% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

 II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3516.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის თითქმის ნახევარი ზოგადი სახის ტვირთია, 32% - თხევადი ტვირთი, ხოლო 19.4% - ნაყარი ტვირთი.

რაც შეეხება მგზავრებს, საქართველოს ნავსადგურები 1.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 0.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52.6% შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები