მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში საქართველოში შსს-ს კამერებმა 735 734 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა - რამდენი ლარის ჯარიმა გადაიხადეს?

ვიდეოჯარიმა

2024 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში 735 734 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა. ამის შესახებ შსს-ის სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა. დაფიქსირებული ვიდეოჯარიმებზე დარიცხულმა თანხამ კი 43 564 680 ლარი შეადგინა.

მათგან, გადახდილი თანხის მოცულობამ 15 736 869.21 ლარი შეადგინა, აღსანიშნავია, რომ 20%-იანი შეღავათით 356 369 ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ისარგებლეს. ყველაზე მეტი ჯარიმა (383790) თბილისში დაფიქსირდა, შემდეგ აჭარასა (65170) და შიდა ქართლში (61559).

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით, ვიდეოჯარიმების რაოდენობა შემცირებულია, ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, ქვეყნის მასშტაბით 747 568 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა. დარიცხული 45 259 060 ლარიდან, 15 183 443.95 ლარი გადაიხადეს.

რაც შეეხება გასულ წელს, 2023-ში ჯამში 3 162 494 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა, დარიცხული 192 229 290 ლარიდან 56 138 432.17 გადაიხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები