მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.1%-ით შემცირდა -

ტელევიზიები

2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 17.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.1%-ით ნაკლებია.

მხოლოდ ტელევიზიების სექტორში სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და 18 მილიონ ლარიდან 15.6 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ტელემაუწყებლებისთვის მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი ნაწილი – 71.1% – პირდაპირ რეკლამას დაეთმო, სპონსორობამ 17.7% დაიკავა, ხოლო პროდუქტის განთავსებამ 11%.

ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლის ცვლილებები 2025 წლის II კვარტალში

შემოსავალი შემცირდა:

  • „ტელეიმედი“ – 10% კლება,,მიღებული შემოსავალი 5.4 მილიონი ლარი
  • „რუსთავი 2“ (მედია ჰოლდინგი) – 10% კლება, 2.6 მილიონი ლარი
  • „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 71% კლება, 0.2 მილიონი ლარი

შემოსავალი გაიზარდა:

  • „პოსტვ“ – 15% ზრდა, მიღებული შემოსავალი 1.6 მილიონი ლარი
  • „ტელეკომპანია პირველი“ – 52% ზრდა, 1.6 მილიონი ლარი
  • „ფორმულა“ – 18% ზრდა, 1.4 მილიონი ლარი
  • „ბი ემ ჯი“ – 14% ზრდა, 1.0 მილიონი ლარი
  • „სილქნეტი“ – 33% ზრდა, 0.3 მილიონი ლარი

ცვლილება არ მომხდარა:

  • „ჯი-დი-ეს თი-ვი“ – მიღებული შემოსავალი 0.6 მილიონი ლარი
  • „სილქ მედია“ – 0.1 მილიონი ლარი

სხვა ტელემაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი: 0.9 მილიონი ლარი.

რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 6%-ით შემცირდა და 2024 წლის II კვარტალის 2.1 მილიონ ლარზე 2025 წლის II კვარტალში 2.0 მილიონ ლარს დაეცა. ამ თანხის 89.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 10.5% – სპონსორობას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები