მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

II მსოფლიო ომის 52 ვეტერანმა თბილისის მერიისგან 2 000 ლარის დახმარება მიიღო

ვეტერანი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ. 731-ე განკარგულების მიხედვით საქართველოს მასშტაბით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ერთჯერადი ფულადი სოციალურ დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტო დაურიცხავს, ხოლო თბილისში ეს თბილისის მერიამ უნდა უზრუნველყოს.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 52 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 2 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 26-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 26-მა წევრმა მიიღო (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი).

თბილისის მერიამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზით იხელმძღვანელა და თანხა ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხა.

2024 წელს კი, 9 მაისთან დაკავშირებით თანხა 70 პირს ჩაერიცხა, მათგან, 37 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო.

აღსანიშნია, რომ ქვეყნის მასშტაბით მეორე მსოფლიო ომის რეგისტრირებული ვეტერანების რაოდენობის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 5 მაისამდე ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მისაღებად BM.GE-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები