მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

III კვარტალში ადგილობრივმა ტურისტებმა ₾400 მილიონი დახარჯეს - რაზე ხარჯავდნენ ყველაზე მეტს?

ტურიზმი გუდაური

2025 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ტურისტების მიერ შიდა ვიზიტების დროს დანახარჯებმა ₾399.5 მილიონი შეადგინა, რაც 2.8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ საქსტატის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას, ყველაზე დიდი ხარჯი საყიდლების კატეგორიაზე მოდიოდა. ადგილობრივმა ტურისტებმა ამ კატეგორიაზე ₾128.8 მილიონი დახარჯეს. საყიდლების წილი მთლიან ხარჯებში 73.9% იყო.

მეორე მაღალხარჯიანი კატეგორია საკვები და სასმელი იყო, რომელზეც საქართველოს რეზიდენტებმა ₾111.6 მილიონი დახარჯეს, რაც მთლიანი ხარჯების 27.9%-ს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას ადგილობრივმა ტურისტებმა ტრანსპორტზე ₾63.4 მილიონი დახარჯეს. შესაბამისად, ამ კატეგორიაზე მთლიანი ხარჯების 15.9% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები