მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში Amazon-ის გაყიდვებმა პროგნოზს გადააჭარბა

amazon ამაზონი
სტატიაში საუბარია:

Amazon-მა 31 ოქტომბერს მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელმა Wall Street-ის პროგნოზს გადააჭარბა, რასაც ხელი კომპანიის საცალო გაყიდვების ზრდამ შეუწყო და აქციებზე ფასი 5.7%-ით გაზარდა.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ სადღესასწაულო კვარტალში ჯანსაღ შედეგებს მოელის, რაც მიტანის სწრაფი დროითა და ხელმისაწვდომი პროდუქციის განთავსებით იქნება განპირობებული. თავის მხრივ, Amazon-ის გაუმჯობესებული შედეგები საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვისაც უკეთეს სადღესასწაულო სეზონზე მიუთითებს იმ ფონზე, რომ სადღესასწაულო ვაჭრობა ბოლო 6 წელია შესამჩნევად ნელი ტემპით იზრდება.

30 სექტემბრის მდგომარეობით, მესამე კვარტალში Amazon-ის გაყიდვები 7%-ით გაუმჯობესდა და $61.4 მილიარდი შეადგინა.

"ყველაზე შესამჩნევი კომპონენტი Amazon-ის შემოსავლებში, მოგების მარჟის მოულოდნელი ზრდაა. ინვესტორები საცალო სექტორში მარჟების შენარჩუნებაზე ღელავდნენ, Amazon-მა კი მათი გაუმჯობესება მოახერხა", - აცხადებს D.A. Davidson-ის მკვლევარი, ჯილ ლურია.

Amazon-ის საერთაშორისო საოპერაციო მარჟა მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 0.9%-დან 3.6%-მდე გაუმჯობესდა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის შედეგებს, აქ მარჟა სამ თვეში 5.6%-დან 5.9%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ი გაზრდილი კონკურენციის ფონზე ოპერირებს. ჩინური პლატფორმები Shein და Temu მომხმარებელს პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს გაცილებით დაბალ ფასებში სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები