მესამე კვარტალში ბათუმში ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით 3,813-მდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 15%-ით გაიზარდა და 198 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას Colliers Georgia აქვეყნებს.
Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბათუმში ივლის-სექტემბერში ბინები გაძვირდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,119 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ით, მ²-ზე 1,012 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, მხოლოდ სექტემბერში ბათუმში 19%-ით მეტი 1,401 ბინა გაიყიდა, ბაზრის ზომა კი 18%-ით გაიზარდა და 70 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2024 წლის სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,126 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, მ²-ზე 988 აშშ დოლარამდე შემცირდა.