2026 წლის III კვარტალში იმედის სარეკლამო შემოსავლები 2 970 507 ლარამდე შემცირდა. 2025 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით კლება 79%-ს აღწევს, რადგან ამ პერიოდისთვის ტელევიზიის შემოსავლები დაახლოებით 14.4 მლნ ლარი იყო. წინა მეორე კვარტალთან შედარებით კი კლება 63%-ს შეადგენს.
მიმდინარე წელს "იმედის" შემოსავლები კვატალების მიხედვით ასეთია:
- 2026 წლის I კვარტალი - 10 829 042 ლარი;
- 2026 წლის II კვარტალი - 8 073 415 ლარი;
- 2026 წლის III კვარტალი - 2 970 507 ლარი;
რაც შეეხება სხვა ტელეკომპანიების შემოსავლებს, მესამე კვარტალში "მედია ჰოლდინგმა" [ბრენდული სახელი რუსთავი 2] 2 409 003 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 66%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ II კვარტალში „რუსთავი 2“-ის შემოსავალმა 10 მლნ ლარი შეადგინა, ეს წლიურად 3-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი იყო.
მიმდინარე წლის III კვარტალში "იმედთან" ერთად სანქცირებული პოსტვ-ის შემოსავალმა 968 ათასი ლარი შეადგინა, წლიურ ჭრილში კლება 53%-ს აღწევს.
რაც შეეხება სხვა ტელევიზიებს, მიმდინარე წლის III კვარტალში სარეკლამო შემოსავლებით შემდეგი კომპანიები ლიდერობენ:
- ტელეიმედი - 2 970 507 ლარი;
- რუსთავი 2 - 2 409 003 ლარი;
- აჭარასპორტ - 1 662 476 ლარი;
- ბი ემ ჯი - 1 106 846 ლარი;
- ფორმულა - 1 082 942 ლარი;
ჯამში სარეკლამო შემოსავლებმა მიმდინარე წლის III კვარტალში 14 მლნ ლარს აჭარბებს, რაც წინა კვარტალთან შედარებით დაახლოებით 10 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია. 2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ ფინანსური სანქციები დაუწესა. ორივე ტელევიზიის სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია დაასახელა.
























