მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი ₾24 მილიონამდე გაიზარდა | comcom

ტელევიზიები

II კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავალი 53.5%-ით ₾24 მილიონამდე გაიზარდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ამ პერიოდში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 46.7%-ით გაიზარდა და 25.8 მილიონი ლარი შეადგინა.

Comcom-ში აღნიშნავენ, რომ ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, აღნიშნული მაუწყებლის მონაცემებს არ შეიცავს.

"ტელემაუწყებლებისთვის 2026 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 83%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 10.6% - პროდუქტის განთავსებამ, ხოლო 6.3% - სპონსორობამ დააგენერირა. შემოსავლის 0.05% და 0.01% კი განცხადებებიდან და ტელეშოპინგიდან იყო მიღებული", - წერია comcom-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის I კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 72.7%-ით გაიზარდა და 25.6 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ჯამში 2026 წლის 6 თვეში ტელევიზიებმა რეკლამიდან 49.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები