მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

III კვარტალში რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა 1.4%-ით, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 12.9%-ით შემცირდა

რკინიგზა

2025 წლის III კვარტალის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზამ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით ნაკლებია. საერთო მოცულობაში 9.5% ადგილობრივ გადაზიდვებზე, 32.4% საერთაშორისო (არ შედის ტრანზიტი), ხოლო 58.1% ტრანზიტულ გადაადგილებებზე მოდიოდა.

რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, რკინიგზის ტვირთბრუნვამ 9.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც წლიურად 5.8%-იანი კლებაა. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვების (3254.1 ათასი ტონა) მოცულობა თითქმის 8%–ით მეტია, ვიდრე 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი (3018.6 ათასი ტონა). ამავდროულად, ადგილობრივი გადაზიდვები 8.2 მლნ ტონამდე შემცირდა 9 თვის ჭრილში.

III კვარტალში საერთაშორისო რეჟიმში გადატანილი ტვირთის 77.3% შემოტანილ, ხოლო 22.7% გატანილ ტვირთზე მოდიოდა.

საქართველოში ყველაზე მეტი ტვირთი შემოვიდა: აზერბაიჯანიდან - 32%, რუსეთიდან - 29.1%, დანარჩენი ქვეყნები 10%-ზე ნაკლები წილით (ჯამში 38.9%).

    ტვირთები გავიდა: სომხეთში - 22.1%, ყაზახეთში - 11.6%, რუსეთში - 6.3% და სხვა ქვეყნები ერთად 60%.

    ტრანზიტით გადატანილი ტვირთის ძირითადი მიმართულებები ასეთი იყო:

    • ნიდერლანდები - 16.2%
    • თურქეთი - 10.0%
    • ჩინეთი - 7.2%
    • იტალია - 2.9%
    • უკრაინა - 2.4%
    • რუმინეთი - 0.7%

    ამავე პერიოდში, ტრანზიტული ტვირთის წარმომავლობის მიხედვით:

    • ბრაზილია - 9.2%
    • თურქეთი - 2.6%
    • დანარჩენი ქვეყნები - სხვა

    ტვირთის სტრუქტურა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (საერთო მოცულობაში) III კვარტალში:

    • კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები – 37.7%.
    • ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები; რეზინის და პლასტმასის პროდუქტები – 20.6%.
    • ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები – 12.6%.
    • საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო – 10.0%.

    მგზავრთა გადაყვანა

    2025 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 589.1 ათასი მგზავრი, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

    ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 573.4 ათასი მგზავრი, რაც მთლიანი რაოდენობის 97.3 პროცენტს შეადგენს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 15.6 ათასი მგზავრი, რომელთა 78.3 პროცენტი სომხეთიდან შემოვიდა.

    რაც შეეხება 9 თვეს

    მაჩვენებელი 2024 წლის I-III კვარტლები (ათასი ტონა) 2025 წლის I-III კვარტლები (ათასი ტონა)
    ტვირთი, სულ 10328.0 (ჯამი I-III) 9793.2 (ჯამი I-III)
    ადგილობრივი გადაზიდვა 1729.4 (ჯამი I-III) 822.5 (ჯამი I-III)
    საერთაშორისო გადაზიდვა 3018.6 (ჯამი I-III) 3254.1 (ჯამი I-III)
    ტრანზიტი 5579.9 (ჯამი I-III) 5716.4 (ჯამი I-III)

    შეგახსენებთ, 2025 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი შემცირდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, სატვირთო, ლოგისტიკურმა და სამგზავრო გადაყვანების შემოსავალმა ჯამურად 454 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები