მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლის კლების მიუხედავად, რკინიგზის მოგება გაიზარდა - 9 თვის ანგარიში

რკინიგზა

2025 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი შემცირდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, სატვირთო, ლოგისტიკურმა და სამგზავრო გადაყვანების შემოსავალმა ჯამურად 454 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით ნაკლებია.

2025 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:

სეგმენტი 2025 (9 თვე) პროცენტული ცვლილება (%)
სატვირთო გადაზიდვები 416,943,000 ლარი; -6.79%
სამგზავრო გადაზიდვები 31,724,000 ლარი; -2.74%
კონსოლიდირებული შემოსავალი (ჯამური) 454,194,000 ლარი; -5.79%

თუმცა შემოსავლის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საქართველოს რკინიგზის მოგება. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგებამ 91 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 15 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ამ მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არა საოპერაციო საქმიანობა, არამედ საკურსო სხვაობა გახდა, რამაც 46.4 მილიონი ლარი შეადგინა. საქმე ისაა, რომ კომპანიის ვალები აშშ დოლარში არის ნომინირებული, წელს კი ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, რაც რკინიგზის ფინანსურ ანგარიშში კურსთაშორისი სხვაობით მიღებულ მოგებად აღირიცხა. რომ არა აღნიშნული ფაქტორი, საქართველოს რკინიგზის მოგება 46 მილიონი ლარით ნაკლები იქნებოდა.

რაც შეეხება რკინიგზის ხარჯებს, მათ შორის წამყვან ადგილზეა კომპანიის 12 ათასი დასაქმებულის სახელფასო ხარჯები, რამაც წელს 184 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა წლიურად 7%-ით არის გაზრდილი.

კომპანიის აქტივების ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯები 47 მილიონი ლარი იყო, ელექტროენერგიის ხარჯი 55 მილიონი ლარი, სხვა ხარჯები კი 108 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები