მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა 412 გემი მიიღეს - გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გაიზარდა

ნავსადგური

საქსტატის ინფორმაციით, III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში ჯამში 412 გემი შემოვიდა, რომელთა 34% იყო გენერალური ტვირთის გადამზიდი, 31% — თხევადი ტვირთმზიდი, ხოლო 24% — კონტეინერმზიდი იყო.

ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 22.6% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% — პანამის, 9% — მალტის. საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა ჯამში 4 მილიონ 232 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 13.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 45% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, ხოლო 36% — თხევადი ტვირთი.

რაც შეეხება მგზავრებს, III კვარტალში ნავსადგურები 2 ათას მგზავრს მოემსახურნენ, რაც 20%-იანი კლებაა გასულ წელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები