მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში საქართველოში 19.6 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა | საქსტატი

ხორცის წარმოება

2026 წლის III კვარტალში საქართველოში ხორცის წარმოებამ 19.6 ათასი ტონა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წარმოება 0.5%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის III კვარტალში ხორცის წარმოება 19.5 ათასი ტონა იყო. შესაბამისად, ერთ წელიწადში წარმოების მოცულობა მხოლოდ 100 ტონით გაიზარდა.

კვარტალური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ხორცის წარმოების დინამიკა არაერთგვაროვანი იყო. პირველ კვარტალში საქართველოში 18 ათასი ტონა ხორცი იწარმოვა, მეორე კვარტალში კი 18.2 ათასი ტონა. მესამე კვარტალში წარმოება 19.6 ათას ტონამდე გაიზარდა. შედარებისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში ხორცის წარმოება 19.1 ათასი ტონა იყო, მეორე კვარტალში - 20.7 ათასი ტონა, ხოლო მესამე კვარტალში - 19.5 ათასი ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები