მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში თბილისში 10 114 ბინა გაიყიდა - საშუალო გასაყიდი ფასი ყველა უბანში გაიზარდა

ბინები

III კვარტალში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 13%-ით შემცირდა. Colliers Georgia-ს საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით დედაქალაქში ივლისი-სექტემბრის პერიოდში 10 114 ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომა კი 11%-ით, 549 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მაჩვენებლებით, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 7%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით ბინების გაყიდვის მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 7%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს, მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში 4%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3% და 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Recov.ge-ს მონაცემებით მხოლოდ სექტემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,136 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის სექტემბერთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. ბაზრის ზომა კი 20%-ით, 169 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები