საქსტატის ინფორმაციით, III კვარტალში უმუშევრობა 1.8 პროცენტული პუნქტით 13.8%-მდე შემცირდა.
2024 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხვი 31.2 ათასით [3.3%] 974.4 ათასამდე გაიზარდა. თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 9.9 ათასით გაიზარდა [2.4%] და 432.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 26.4 ათასით [10.5%] და 225.7 ათასი შეადგინა.
2024 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით 69.2%-მდე გაიზარდა.
2024 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 2 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.5%-ს და 15.6%-ს შეადგენს.