მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IKEA აცხადებს, რომ მზადაა შეიძინოს ავეჯი, რომელიც მომხმარებელს მობეზრდა

609288a5c1596
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.21 00:30
973
მსოფლიოში ცნობილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია IKEA აცხადებს, რომ მზადაა უკან შეიძინოს ავეჯი, რომელიც მომხმარებელს მობეზრდა. კომპანია აღნიშნულ ინიციატივას კლიმატური ცვლილების ფარგლებში განახორცილებს, რომლის მიზანიც მსოფლიოში დაბინძურების ხარისხის შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მომხმარებლებს, ვისგანაც კომპანია ავეჯს შეიძენს, საფასურს სპეციალური ვაუჩერით გადაუხდის, რომლის გამოყენებას ისინი ისევ IKEA-ს მაღაზიებში შეძლებენ.

შეთავაზების პირობების თანახმად, შესაძენი ავეჯის ღირებულება დამოკიდებულია მის მდგომარეობაზე. მომხმარებელი ნივთის თავდაპირველი ღირებულების 50%-ს მიიღებს, თუკი მისი ავეჯი დაუზიანებელია და არ აქვს ნაკაწრი, მცირე დაზიანების შემთხვევაში კი მიიღებს 40%-ს, ხოლო დიდი ნაკაწრის/დაზიანების შემთხვევაში - ავეჯის თავდაპირველი ღირებულების 30%-ს.

BBC-ის მიხედვით, IKEA-ს აღნიშნული ინიციატივა გასული წლის ნოემბერში უნდა განეხორციელებინა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტი გადაიდო. არსებული ინფორმაციით, IKEA-ს ინიციატივა დიდი ბრიტანეთის გარდა, კიდევ 26 ქვეყანაში განხორცილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები