მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იკვეთება აგარაკებზე მოთხოვნის ტენდენცია – უძრავი ქონების მომხმარებელთა ბაზრის კვლევა

5ed692b0b92f6
თამთა ჯიჯავაძე
03.06.20 00:10
2217
უძრავი ქონების შეძენის კუთხით ყველაზე მოთხოვნადი უბანი საბურთალოა,– ამის შესახებ საუბარია „არეა ჯგუფის“ უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ მომზადებულ კვლევაში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ იკვეთება საინტერესო ტენდენცია, კერძოდ აგარაკებზე მოთხოვნა.

„მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა თბილისში შემოგარენში, კოვიდ 19-მდეც მცირედი, მაგრამ მაინც მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. ვფიქრობთ, ცხოვრების სტილი და ტენდენციაც, მსგავსი ტიპის მოთხოვნის სტიმულირებას ხელს შეუწყობს, თუმცა ამას კავშირი არ აქვს პანდემიასთან, მაგრამ აუცილებლად ექნება ურთიერთკავშირი ეკონომიკის აღდგენას და ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ძირითადი მოთხოვნა თბილისის მასშტაბით ვრცელდება შიდა ბაზრის მომხმარებლებში, თუმცა დასახელებული იყო აჭარის, კახეთის და ქუთაისის რეგიონები“, – აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების შეძენის წყაროებს, კვლევაში წერია, რომ მომხმარებელთა 89% განიხილავს საცხოვრებელი ფართის შეძენას განვადებით, რაც გადანაწილებულია საბანკო იპოთეკურ სესხსა და დეველოპერული კომპანიის მიერ შეთავაზებულ შიდა განვადებაზე. მომხმარებელთა მხოლოდ 11%-ს გააჩნია სრული თანხა ბინის შესაძენად.

„საბანკო იპოთეკური სესხით ბინის შემძენთა რაოდენობა მომხმარებელთა 70 % შეადგენს, აქედან 31% ბანკის სრული დაფინანსებით შეძენას განიხილავს. რაც შეეხება მოთხოვნას დეველოპერების მიერ შეთავაზებულ შიდა განვადების მიმართ, 19% მოდის. ამ ჭრილში, საინტერესოა უძრავი ქონების შესაძენად არსებული ფინანსური რესურსების გადანაწილება შემოსავლების მიხედვით. მომხმარებელთა გადანაწილებას შემოსავლების მიხედვით, ცალსახად იკვეთება, რომ ყველაზე დიდი აუდიტორია 500 ლარიდან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე მომხმარებლებშია“, – წერია კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები