მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილჰამ ალიევი მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

მარიამ ქვრივიშვილი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქვრივიშვილს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ მისი აზერბაიჯანში ვიზიტი ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მანიშნებელია.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოკითხვა გადასცა.

„საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობები, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს დღის წესრიგში დგას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში დამყარებული თანამშრომლობა და განხორციელებული ერთობლივი პროექტები სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების იმედი გამოითქვა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის ზრდის დიდი პოტენციალის არსებობა. მხარეებმა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე თავისი შეხედულებები გაცვალეს“, - წერს აზერბაიჯანული მედია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები