მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილჰამ ალიევი ყულევის ტერმინალის გაფართოების პერსპექტივაზე საუბრობს

ყულევ

გვაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, იქნება ეს ანაკლიის პორტი თუ სხვა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„უამრავი ერთობლივი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია.

დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოში, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა ალიევმა.

ინფორმაციისთვის, SOCAR-მა ყულევის დაუმთავრებელი ნავთობტერმინალი 2006 წლის ბოლოს შეიძინა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისგან. გარიგების თანხა არ გახმოვანებულა. SOCAR-მა განაცხადა, რომ 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ტერმინალის მშენებლობაში.

საქართველომ ფოთის პორტის აქციების 51% მიჰყიდა რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ფოთის პორტში, 300 ჰექტარ მიწაზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონას განავითარებს და გარდა ამისა, ახალ ტერმინალს ააშენებს 100 ჰექტარ მიწაზე. გარიგების დეტალები უცნობი რჩება, რადგანაც შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და საინვესტიციო ფონდს შორის არ არის ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები