სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მან X-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას.
"სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა დონეზე. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე",- დაწერა ფაშინიანმა.
I warmly congratulate Mikheil Kavelashvili on his election as President of Georgia.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) December 14, 2024
Armenia looks forward to strengthening our strategic partnership and advancing cooperation across all levels. Wishing him every success in this vital role! 🇦🇲 🇬🇪
ყაველაშვილს ასევე მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და წარმატება უსურვა.
"გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება ჩვენი ხალხების ნებას, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ატმოსფეროში, ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია ასეთ ძლიერ საფუძვლებზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, ახლა სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.
დარწუმნებული ვარ, რომ არ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის",- წერია ალიევის მისალოც წერილში.