მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს გუშინ, თბილისში შეხვდა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში, ხოლო ტურიზმის მიმართულებით - პირველ სამეულშია. გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა გაეროს იმ რეზოლუციის ისტორიული მხარდაჭერისათვის, რომელიც ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის დაბრუნების უფლებას აფხაზეთსა და ცხინვალში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ ისტორიულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ. „იმედს გამოვთქვამ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესი დადებით დინამიკას შეინარჩუნებს “, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები