მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

სს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − ირაკლი ჩიქოვანი;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი — მაკა ბოჭორიშვილი;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – მარიამ ქვრივიშვილი;
  • საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი — კახაბერ გულედანი;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – მამუკა მდინარაძე;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე.

ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ:

საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს — კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები