მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია თოფურია საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს საჩემპიონო ქამრით გახსნის

თოფურია ქამარი

21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში “დინამო არენაზე” ერთმანეთს საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. როგორც ცნობილი გახდა, მატჩს დაესწრება და საჩემპიონო ქამარს წარადგენს UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია. ამის შესახებ, მებრძოლმა სოციალური ქსელის, ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში დაადასტურა.

ცნობისთვის, ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი პირველად 26 თებერვალს მადრიდის “რეალისა” და “სევილიას” მატჩისას “სანტიაგო ბერნაბეუზე” წარადგინა, ხოლო 1 მარტს ქალაქ ალიკანტეში 8 ათასი გულშემატკივრის წინაშე წარდგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ლუქსებურგის დამარცხების შემთხვევაში 26 მარტს კვლავ “დინამო არენაზე” საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულ გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც გამარჯვებული ევრო 2024-ის საგზურს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები