მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია თოფურია UFC-ის Pound For Pound რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა

ილია თოფურია რეიტინგის პირველი ნომერი

UFC 317-ის შემდეგ ორგანიზაციამ რეიტინგები განაახლა, რომლის მიხედვითაც მსუბუქი წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონი ილია თოფურია საერთო რეიტინგის, ე.წ. P4P-ის სათავეში აღმოჩნდა. ცნობისთვის, კვირას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართულ ბრძოლამდე ილია ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე იყო, ახლა კი ოფიციალურად მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია.

აქამდე რეიტინგს 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, დაღესტნელი მებრძოლი ისლამ მახაჩევი ლიდერობდა. ბოლო ცვლილების შემდეგ მახაჩევმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო აქამდე მეორე ადგილზე მყოფმა მერაბ დვალიშვილმა კი – მესამე პოზიციაზე.

მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ალეშანდრე პანტოჟას, რომელმაც 57 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქამარი დაიცვა და ამით ტოპ 5-ში შევიდა და მეხუთე პოზიციას იკავებს, დრიკუს დუ პლესი - მეოთხეა.

ცნობისთვის, ქართველ მებრძოლებს შორის ქამრის დაცვა შემდეგს მაღალი ალბათობით მერაბ დვალიშვილს მოუწევს, რომელიც კორი სენდჰეგენს ოქტომბერში ან ნოემბერში დაუპირისპირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები