მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია თოფურიამ სასამართლოში ჩვენება მისცა

ილია თოფურია სასამართლო

ილია თოფურია არასრულწლოვანი შვილის ქვეყნიდან გაყვანასთან დაკავშირებულ საკითხზე მადრიდის სასამართლოში გამოცხადდა და ჩვენება მისცა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ ქართველი მებრძოლი ჟურნალისტებს შეხვდა და მოკლე კომენტარი გააკეთა.

“ძალიან მშვიდად ვარ და სტრესის ქვეშ საერთოდ არ ვიმყოფები. სტრესში არ ვარ, რადგან ჩემს ქალიშვილს ძალიან მალე ვნახავ. ჩემი პრიორიტეტი შვილები და ოჯახი არიან,“ — განაცხადა თოფურიამ.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ილია ჩვენების მისაცემად მას შემდეგ დაიბარეს, რაც თოფურიამ უარი განაცხადა, მის ყოფილ ცოლს, ჯორჯინა უსკატეგის, მათი საერთო ქალიშვილის აშშ-ში წაყვანის უფლება მიეღო.

ABC თოფურიას წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უარი ორი მიზეზით იყო განპირობებული. პირველი ისაა, რომ ილიას საკუთარი ქალიშვილი ოთხი თვეა არ უნახავს. მეორე სანამ რაიმე სახის შეთანხმება არ შედგება და მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა ლოგიკას მოკლებულია.

ცნობისთვის, საჩივარი მებრძოლის მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ შეიტანეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამოქალაქო სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი თქვა და ყველა საქმის წარმოება მადრიდის სასამართლოში გაგრძელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები