მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომას არ ესწრება - ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

როგორც მისმა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, სხდომას არ ესწრება კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

"[ირაკლი ღარიბაშვილი] დღესაც არ მოდის. წინასასამართლო სხდომაა და დღეს მხოლოდ შუამდგომლობების დასაშვებობის საკითხები განიხილება. [პროტესტთან დაკავშირებით] გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. მაშინ აღნიშნა, რომ არა სასამართლოს, არამედ მის მიმართ მიმდინარე არასამართლებრივ ბრძოლას უცხადებდა პროტესტს. სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით გვაჩვენებს რამდენად სამართლიანი იქნება და ადეკვატური იქნება ირაკლი ღარიბაშვილისგანაც დასწრება-არდასწრების განცხადება", - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ისინი საქმის შეწყვეტას მოითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები