აბუ-დაბიში გამართულ UFC 308-ზე მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ბუმბულის წონის ქამრისთვის ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სამ რაუნდს გაგრძელდა, სადაც საბოლოოდ ქართველმა მებრძოლმა გაიმარჯვა.
ილია თოფურია გახდა პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში ვინც მაქს ჰოლოუეის დანოკაუტება შეძლო. ჰავაელ მებრძოლს აქამდე ორგანიზაციაში 29 ბრძოლა ჰქონდა გამართული, საიდანაც 7-ჯერ დამარცხდა და აქედან ვადაზე ადრე მხოლოდ ერთხელ, მტკივნეული ილეთით.
შეგახსენებთ, რომ თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, ვინც სატიტულო ქამარი დაიცვა. მისი მომდევნო ბრძოლა დიდი ალბათობით მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" უნდა გაიმართოს, ხოლო მეტოქეებს შორის დიეგო ლოპესისა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის კანდიდატები არის შერჩეული.