მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაიცვა! მაქს ჰოლოუეი ნოკაუტით დამარცხდა

აბუ-დაბიში გამართულ UFC 308-ზე მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სამ რაუნდს გაგრძელდა, სადაც საბოლოოდ ქართველმა მებრძოლმა გაიმარჯვა.თოფურიას გარანტირებულად ჰქონდა წაგების შემთხვევაშიც 750 000 დოლარის მიღება. გამარჯვების და საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის კი მატადორი დამატებით ბონუსებს და ბრძოლის გაყიდვიდან შემოსულ თანხას მიიღებს. საბოლოოდ ჯამური თანხა, 1-დან 3 მილიონ დოლარამდე იქნება. შეგახსენებთ, რომ თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, ვინც სატიტულო ქამარი დაიცვა. მისი მომდევნო ბრძოლა დიდი ალბათობით მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" უნდა გაიმართოს, ხოლო მეტოქეებს შორის დიეგო ლოპესისა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის კანდიდატები არის შერჩეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები