მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიას უნივერსიტეტიდან ლექტორ-მასწავლებლების და სტუდენტების ერთობლივი მარში იწყება

აქცია

ილიას უნივერსიტეტიდან ლექტორ-მასწავლებლების და სტუდენტების ერთობლივი მარში იწყება. მარში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებსა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ეძღვნებათ, რომლებიც სამართალდაცავებმა დააკავეს.

„ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყნისა და მისი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ავტორიტარული რეჟიმის მიერ მიტაცებას. ამასთან ერთად, ჩვენ არ დავუშვებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ომარ ოკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, მათე დევიძის, ისაკო დევიძის, დავით წოწორიას თავისუფლების აღკვეთას, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების აღკვეთასთან შეგუებას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ჩვენს სტუდენტებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ დასაცავად და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“,- აცხადებენ საპროტესტო მარშის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ილიას უნივერსიტეტიდან დაწყებული მარში თსუ-ს პირველ კორპუსთან დასრულდება, სადაც მათ კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან. იქ გაკეთდება განცხადებებიც.

ფოტოების ავტორი: თემურ სუყაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები