მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილიაუნიში მისაღები სტუდენტების კვოტა 14-ჯერ შემცირდა - მთავრობის დადგენილება

ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა დაახლოებით 14-ჯერ შემცირდა. უნივერსიტეტი წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს ილიაუნის კვოტა 4207 იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უნივერსიტეტმა 3 828 სტუდენტი მიიღო.

მთავრობამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის შესახებ დადგენილება უკვე გამოაქვეყნა. დადგენილების თანახმად, ილიაუნი საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში მხოლოდ 300 სტუდენტს, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე 60 სტუდენტს მიიღებს.

წელს, ყველაზე მეტი კვოტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერგო - 6650 მისაღები ადგილით (გასულ წელს - 6928 ჰქონდა), ტექნიკურ უნივერსიტეტს კი - 3880 ადგილი (გასულ წელს 4166 ჰქონდა).

ჯამურად მომავალ აკადემიურ წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა კვოტა 21 300-ით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომელ უნივერსიტეტს, რა ფაკულტეტები შეხვდა, ეს გუშინ გახდა ცნობილი.

ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები და მისაღებთა რაოდენობა 2026-2027 სასწავლო წლისთვის

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები 30
მათემატიკა (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 20
ფიზიკა (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 20
ბიოლოგია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 20
ისტორია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 20
ქართული ფილოლოგია (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 20
ანგლისტიკა (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 20
გამოყენებითი გერმანისტიკა (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 10
საფრანგეთისმცოდნეობა (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) 20
თავისუფალი მეცნიერებები 10
კომპიუტერული ინჟინერია 20
სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) 15
კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო) (ინგლისურენოვანი) 20
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) 15
სამოქალაქო ინჟინერია 20
ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება 20

ილიაუნის სამაგისტრო პროგრამები და მისაღებთა რაოდენობა 2026-2027 სასწავლო წლისთვის

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები 5
შუა საუკუნეების კვლევები 5
გამოყენებითი გენეტიკა 5
ადიქციის კვლევები 5
რელიგიის კვლევები 5
კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია 5
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები (CEERES) (ინგლისურენოვანი) (ერთობლივი) 5
განათლების ადმინისტრირება 5
გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) 5
ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები 5
ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მეცნიერებები (ინგლისურენოვანი) 5
გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება 5

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები